ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

როგორია ხვიჩას მდგომარეობა | პსჟ-ის ოფიციალური განცხადება

„ლილთან“ მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენი“ ტრავმირებული ფეხბურთელების, მათ შორის ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კლუბის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ბარძაყის კუნთის არეში დისკომფორტი ჰქონდა, რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს.

ასევე, პარიზელებს ხვალინდელ შეხვედრაში უსმან დემბელე, ჟოაო ნევეში, დეზირე დუე, მარკინიოსი და ფაბიან რუისი ვერ დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია გასულ ტურში „ოსერთან“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ტრავმის გამო შეცვალეს. ქართველმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩი გამოტოვა.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში მოხვდა და ხვალინდელი მატჩის შემდეგ იმ ფეხბურთელებს უნდა შეუერთდეს, რომლებიც ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ესპანეთისა და თურქეთის წინააღდეგ მატჩებისთვის მოემზადებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და კარგი მატჩი ევროპა ლიგაზე | კიტეიშვილის შტურმმა რეინჯერსი 2:1 დაამარცხა
გოლი და კარგი მატჩი ევროპა ლიგაზე | კიტეიშვილის შტურმმა რეინჯერსი 2:1 დაამარცხა