El Mundo: მიქაუტაძის ბრწყინვალება - ხალხის რჩეული
გიორგი მიქაუტაძის შესახებ კიდევ ერთი ესპანური გამოცემა წერს.
„მიქაუტაძის ბრწყინვალება - ხალხის რჩეული“ - ამჯერად El Mundo სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს, რომელიც ქართველ ფორვარდს „რეალის“ წინააღმდეგ შეხვედრაში ყველაზე სახიფათო იარაღად ასახელებს, რომელიც დღეს მადრიდელებს ემუქრება.
„მიქაუტაძე ქალაქში სეირნობისას ქომაგებს ფოტოს გადასაღებად და ავტოგრაფის მისაცემად უარს არასდროს ეუბნება.
იგივე სიყვარული, რასაც ახლა „ვილიარეალში“ იღებს, ერთი თვის წინ ლიონში ჰქონდა, რომელიც ცრემლებით და სტად დე ჟერლანის მოედანზე გამართული ემოციური გამომშვიდობების შემდეგ დატოვა. ფრანგული კლუბი ამ ზაფხულს იძულებული გახდა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად თანხები მოეძებნა, რამაც მათი მეორე დივიზიონში დაწინაურება და შემდგომში დაქვეითებაც კი გამოიწვია. ათობით ფეხბურთელი გაიყიდა ან იჯარით გადავიდა, კიდევ სამი კი კონტრაქტის გაწყვეტით გაუშვეს, მათ შორის ვეტერანი ალექსანდრ ლაკაზეტი.
თავდამსხმელმა, რომელსაც წინა სეზონში გოლებისა და საგოლე გადაცემების ორნიშნა მაჩვენებელი ჰქონდა, „ვილიარეალში“ ტრანსფერამდე რჩევა რობერ პირესისგან აიღო, რომელმაც უთხცრა, რომ აქ ოჯახური გარემო დახვდებოდა. გასახდელში მან კარგი მხარდაჭერა მიიღო არნაუ ტენასისგან, რომელიც ფრანგულად თავისუფლად საუბრობს (პსჟ-ში გატარებული ორი წლის შემდეგ). გასულ ოთხშაბათს მან მიქაუტაძის საფირმო გოლის აღნიშვნის ჟესტი გაიმეორა, მას შემდეგ რაც ქართველმა იუვენტუსთან ანგარიში გახსნა.
მიქაუტაძემ თავისი სადებიუტო გოლი მესამე მატჩშ, „ოსასუნას“ კარში გაიტანა. მისი მეორე გოლი „იუვენტუსთან“ იყო.ეს ისეთი მოძრაობებით გააკეთა, რომელიც მის თვისებებს განსაზღვრავს: სწრაფი, მოხერხებული, კარგი პოზიციონირებით და თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობით, როგორც მან სევილიასთან მატჩში გვიჩვენა, როცა მანორ სოლომონს სადებიუტო გოლი გაატანინა.
„მეფე“ მიქაუტაძე დღეს „ვილიარეალის“ მხრიდან „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე იქნება, რომელმაც ლიგის სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და „ბერნაბეუზე“ გამარჯვებაზე ოცნებობს, რაც მათ საშუალებას მისცემს დღევანდელი დღე სატურნირო ცხრილის სათავეში დაასრულონ“.
- წერს ესპანური გამოცემა.
აქვე გეტყვით, რომ „რეალი“ „ვილიარეალის“ მატჩი დღეს ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.