იური ტაბატაძე
Aa
Aa

„ეს ქართველი იპოვეს“ | ესპანელი ჟურნალისტი ტაბატაძეზე

იური ტაბატაძე „კადისის“ რიგებში შესანიშნავად ასპარეზობს. ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის — ლა ლიგა ორის — მეცხრე ტურში „კადისი“ „უესკას“ დაუპირისპირდა და 1:0 იმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზეა.

„უესკასთან“ გამარჯვებას ესპანელი ჟურნალისტი ანხელ გარსია გამოეხმაურა. COPE-ის გადაცემაში El Partidazo-ში მან „კადისზე“ ისაუბრა და ტაბატაძესთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„კადისი ძალიან სოლიდური გუნდია. პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში კარს მშრალად ინახავენ და მათთვის 1:0 საკმარისია, რომ სამი ქულა აიღონ. და კიდევ — ეს ქართველი ბიჭი იპოვეს, რომელსაც გოლების გატანა მაშინაც შეუძლია, როცა ტრავმირებული თამაშობს,“ — აღნიშნა გარსიამ.

მოპოვებული გამარჯვების შედეგად „კადისი“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 18 ქულით გალიდერდა. ესპანურ პრესაში ტაბატაძეს აქებენ და მას „კადისის ქომაგების საფეხბურთო კერპიც“ უწოდეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს, „ბურგოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრძოლა ჩანიშნულია - დვალიშვილი 2025-ში კიდევ ერთხელ იჩხუბებს
ბრძოლა ჩანიშნულია - დვალიშვილი 2025-ში კიდევ ერთხელ იჩხუბებს