ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი, კენან ილდიზი
Aa
Aa

„ილდიზს უდიდესი პოტენციალი აქვს. ამას კვარაზეც ვამბობდი“ - სპალეტი

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „ბებერი ქალბატონის“ თურქ „ათიანზე“, კენან ილდიზზე ისაუბრა და პარალელები გაავლო მას და ხვიჩა კვარაცხელიას შორის, რომელსაც ის „ნაპოლიში“ წვრთნიდა.

რა თქვა სპალეტიმ:

„დარწმუნებული ვარ, რომ კენან ილდიზს დიდი პოტენციალი აქვს და მას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რომ ის ბოლომდე არ იხარჯება და არ პროგრესირებს - ალბათ, ჩემი სიტყვები ჟურნალისტება არასწორად გაიგეთ.

ამას ვამბობდი ხვიჩა კვარაცხელიაზეც, როცა მასთან ერთად „ნაპოლიში“ ვმუშაობდი. ილდიზს შეუძლია, ტოპ-ფეხბურთელი გახდეს. ვარჯიშებზე ყველა ხედავს, რა პოტენციალი აქვს მას, და ეს „ნაპოლის“ კარში გატანილმა გოლმაც აჩვენა“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ილდიზმა „იუვეს“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა - მის ანგარიშზე 6 გოლი და 5 საგოლე პასია. გასულ ტურში თურქმა „ნაპოლისაც“ გაუტანა, თუმცა ტურინული კლუბი „პარტენოპეისთან“ 1:2 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტექნიკით კვარას და დი ნატალეს მაგონებს“ - სპალეტი კენან ილდიზზე
„ტექნიკით კვარას და დი ნატალეს მაგონებს“ - სპალეტი კენან ილდიზზე