ზურაბ ხიზანიშვილი
Aa
Aa

19-წლამდე ვაჟთა ნაკრებს ზურაბ ხიზანიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე - ზურაბ ხიზანიშვილი უხელმძღვანელებს.

ზურას ეროვნულ გუნდებში სამწვრთნელო საქმიანობა - 2017 წელს, 21-წლამდე ნაკრებით დაიწყო, სადაც 3 წელი მთავარი მწვრთნელის დამხმარე იყო. ასევე, 2019 წლიდან, ზურას ხელმძღვანელობით 16-წლამდე ნაკრები 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადებოდა, რომელიც 2020 წელს, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო აღარ ჩატარდა.

2021 წლიდან კი ხიზანიშვილი ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი გახლდათ. საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, 2026 წელს ახალი ფორმატის შესარჩევი ციკლით დაიწყებს, რომლის წილისყრაც დღეს, ნიონში გაიმართება.

ალექსანდრე იაშვილი: „მინდა პირველ რიგში ზურას ეროვნულ გუნდში გატარებული პერიოდისთვის მადლობა გადავუხადო. ის იმ სამწვრთნელო შტაბის წევრია, რომელმაც შარშან ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნიშნული იყო. მინდა წარმატება ვუსურვო ზურას და მის ახალ სამწვრთნელო შტაბს მოახლოებულ 19-წლამდელთა შესარჩევში, რომელიც გაზაფხულზე დაიწყება.”

წყარო: NAKREBI.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური დაფარებები და ჩატენვა | ბითაძის ორლანდომ NBA-ის თასზე მაიამის მოუგო
ეფექტური დაფარებები და ჩატენვა | ბითაძის ორლანდომ NBA-ის თასზე მაიამის მოუგო