მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

ბრძოლა ჩანიშნულია - დვალიშვილი 2025-ში კიდევ ერთხელ იჩხუბებს

მერაბ დვალიშვილი გაჩერებას არ აპირებს და 2025 წელს კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს - ქართველი „მანქანა“ საჩემპიონო ქამარს ამჯერად 7 დეკემბერს დაიცავს და მისი მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება. ამის შესახებ UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა ტრადიციული Live-ჩართვის დროს განაცხადა.

სხვათა შორის, დვალიშვილმა თავად გამოთქვა იმის სურვილი, რომ მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ დაეცვა საჩემპიონო ტიტული, რაც როგორც ხედავთ, უაითმა დაუყოვნებლივ შეუსრულა. იმასაც გეტყვით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მერაბი შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ყველა დროის რეკორდს დაამყარებს და გახდება პირველი მებრძოლი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ქამარს ოთხჯერ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის გზები ოქტაგონში პირველად 2023 წლის მარტში გადაიკვეთა და მაშინ ქართველმა რუსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მშვენივრად იბრძოლე, გელოდები“ - დვალიშვილმა ფიგერედო გამოიწვია
„მშვენივრად იბრძოლე, გელოდები“ - დვალიშვილმა ფიგერედო გამოიწვია