გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩიც მოიგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლაგუნა ტენერიფემ ბნეი ჰერჟლიას უმასპინძლა და 108:85 გაანადგურა.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და ნაყოფიერი მატჩიც ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 16 წუთი და 21 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 14 ქულას, 6 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შერმადინმა მატჩის მიმდინარეობისას 9-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და ზუსტი 5 აღმოჩნდა. 4 საჯარიმო ტყორცნიდან 4-ვე ჩააგდო.

6 მოხსნიდან 2 საკუთარ ფარზე შეასრულა, ოთხი მეტოქის. გიორგიმ 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, ტენერიფეს ორი გამარჯვება აქვს და ჯგუფის ლიდერი გახლავთ. შემდეგ ტურში შერმადინის გუნდი ტოფასს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 28 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბაქსმა მომცა ყველაფერი, კიდევ ერთი ჩემპიონობა მინდა“ - იანისი მილუოკის ერთგულია
„ბაქსმა მომცა ყველაფერი, კიდევ ერთი ჩემპიონობა მინდა“ - იანისი მილუოკის ერთგულია