კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

კრიშტიანუს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ უნგრეთს ვერ მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში პორტუგალიამ უნგრეთს უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

დღეს გამარჯვების შემთხვევაში, მარტინესის გუნდი მუნდიალის საგზურს ინაღდებდა, თუმცა მოგება ხელიდან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა.

ანგარიში მე-8 წუთზე ჟალაიმ გახსნა, რასაც 22-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ უპასუხა და ახალი რეკორდი დაამყარა. ლეგენდარული პორტუგალიელი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

პირველი ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ალ ნასრის სუპერვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა და პორტუგალია დააწინაურა. პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში სიტუაცია შედარებით შეიცვალა. სტუმრები გააქტიურდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ. მარტინესმა რონალდუ 78-ე წუთზე შეცვალა. შობოშლაიმ კი მატჩის საბოლოო შედეგი 91-ე წუთზე დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Athletic: ტრენტი და კარვახალი ელ კლასიკოსთვის მზად იქნებიან
The Athletic: ტრენტი და კარვახალი ელ კლასიკოსთვის მზად იქნებიან