ჯეიმი კარაგერი, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

“საუკეთესო 1000 მცველშიც არ შედის“ - ჟოზე კარაგერს დაუპირისპირდა

როგორც მოგეხსენებათ, ჯეიმი კარაგერმა მთელი თავისი კარიერა ლივერპულს მიუძღვნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მანჩესტერ იუნაიტედი არ უყვარს.

ყოფილი მცველი ახლა საფეხბურთო ანალიტიკოსად და სპორტულ ჟურნალისტად მუშაობს. სპორტულ მედიაში ხშირად გვხვდება მისი მხრიდან წითელი ეშმაკების დაცინვა და გაკრიტიკება. ის ასევე მწვრთნელებსაც ღიად აკრიტიკებს.

კარაგერის განცხადებები ჟოზე მოურინიოს ყელში ამოუვიდა და საკმაოდ მწვავედ შეუტია. მის სიტყვებს ბრიტანული მედია ავრცელებს.

მოურინიო:

„კარაგერი საკმაოდ ბევრს ლაპარაკობს. ის არის მცველი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 1000-ეულშც კი არ შედის. რანაირად შეიძლება ის საუბრობდეს იმაზე, თუ რა არის პრემიერ ლიგის მოსაგებად საჭირო? მას ხომ ეს არასდროს მოუგია.“

შეგახსენებთ, რომ კარაგერი მერსისაიდული გრანდის ღირსებას 1996 წლიდან 2013 წლის ჩათვლით იცავდა. ამ პერიოდში, ყველა ტურნირზე ერთად 737 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება მოურინიოს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა პრემიერ ლიგა ლონდონის ჩელსისთან ერთად 2004/2005, 2005/2006 და 2014/2015 წლებში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგაზე წესები იცვლება - გახსნითი მატჩი მოქმედი ჩემპიონისთვის
ჩემპიონთა ლიგაზე წესები იცვლება - გახსნითი მატჩი მოქმედი ჩემპიონისთვის