კვარა და ოლისე ფლანგებზე ? რა შემთხვევაში დაჯდება ბაიერნი მოლაპარაკებაზე
ესპანური AS-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი ამტკიცებს, რომ მაიკლ ოლისე არ იყიდება, თუმცა კლუბის შიგნით ესმით, რომ ამ ზაფხულს მზარდი ინტერესის ფონზე, საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა თავად ფეხბურთელზე იყოს დამოკიდებული. ბაიერნი ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ შეთავაზებული თანხა გადააჭარბებს 222 მილიონ ევროს, აღნიშნული ოდენობის თანხა პსჟ-მ ნეიმარში გადაიხადა და რაც დღემდე მსოფლიო რეკორდია.
ბაიერნის პოზიცია უცვლელია, ოლისე არ იყიდება. თუმცა, გადამწყვეტი სიტყვა, შესაძლოა, თავად ფეხბურთელს ეკუთვნოდეს. თუ ეს მომენტი დადგება, მიუნხენელები მზად იქნებიან მოლაპარაკებისთვის. გერმანიიდან მიღებული ინფორმაციით, ნებისმიერმა პოტენციურმა გარიგებამ შესაძლოა გადააჭარბოს იმ რეკორდულ 222 მილიონ ევროს, რომელიც 2017 წელს პსჟ-მ ნეიმარში გადაიხადა.
მაიკლ ოლისესთვის ბრძოლაში რეალის კონკურენტია პსჟ. ასე რომ, თუ პარიზული კლუბი ფრანგს შეიძენს, ფლანგებზე ხვიჩა კვარაცხელიასა (მარცხნიდან) და მაიკლ ოლისეს (მარჯვნიდან) ვიხილავთ, რაც ლუის ენრიკეს გუნდს კიდევ უფრო ძლევამოსილს გახდის.
AS: „მადრიდულ კლუბში სულ უფრო მეტად იზრდება რწმენა იმისა, რომ ოლისე განსაკუთრებული ტალანტია, რომელსაც პრაქტიკულად არ აქვს მაქსიმუმი. ბუნდესლიგის ვარსკვლავი კვლავაც ყურადღებიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და ყოველი ახალი თამაში მხოლოდ ამყარებს იმ აზრს, რომ ის სწორედ ის მოთამაშეა, რომელიც კლუბს ყველაზე მეტად სურს. ეს მშვიდი და თავდაჭერილი თავდამსხმელი მოედანზე გასვლისას ყოველ ჯერზე მოლოდინს აჭარბებს.
კლუბის ბოლო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიამ დროებით შეანელა რამდენიმე სპორტული ოპერაცია, მაგრამ ამავდროულად განაახლა რეალის სურვილი, ხელში ჩაიგდოს ფეხბურთელი, რომელსაც ორგანიზაციაში ბევრი უკვე მსოფლიო ფეხბურთის მომავალ დიდ ვარსკვლავად მიიჩნევს. სწორედ ასე ხედავენ ისინი ოლისეს. შედეგად, მიმდინარეობს მუშაობა იმ ტრანსფერის ვარიანტების შესასწავლად, რომელიც ამჟამად ძალიან რთულად შესასრულებელი ჩანს. მიუხედავად ამისა, რეალს ბოლო 25 წლის განმავლობაში მსგავსი გამოწვევები არაერთხელ დაუძლევია. საარჩევნო კამპანიის დროს კლუბის ხელმძღვანელებმა გამართეს შეხვედრები, რომლებმაც მომავალი მოლაპარაკებისთვის კარი ღია დატოვა.
როგორც AS-ი იუწყებოდა, ოლისე კლუბის რჩეულ „გალაკტიკოდ“ დასახელდა — ეს სტატუსი მან საფეხბურთო სამყაროს ბევრ კუთხეში უკვე დაიმსახურა. საერთო ენის გამოსანახად პირველი კონტაქტები ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პერიოდში დამყარდა. ამ საუბრებმა ხელი შეუწყო ბაიერნთან კავშირის დამყარებას; მიუნხენელებს კვლავ არ სურთ ფეხბურთელის გაყიდვა, თუმცა ესმით, რომ სიტუაცია გაცილებით გართულდება, თუ თავად მოთამაშე რეალს საბოლოო მწვანე შუქს აუნთებს''.