ვინისიუსი: ბევრად მეტის გაკეთება მინდა, ვიცი გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ვარ
ბრაზილიის ნაკრების გარემარბმა, ვინისიუს ჟუნიორმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ჰაიტის ნაკრებთან გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს გუნდში ყველასათის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. გამარჯვება მომდევნო თამაშის წინ თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს გვმატებს. ეს მნიშვნელოვანია.
გოლების გატანისა და პასების გაკეთების შესაძლებლობა დამეხმარება მივაღწიო იმ დონეს, რისი მიღწევაც ნაკრებში მინდა. კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი, მაგრამ ეს ორი თამაში საკუთარი ძალების რწმენას გვაძლევს.
ნაკრებისთვის გაცილებით მეტის გაკეთება მინდა, დავეხმარო არა მხოლოდ გოლებით, არამედ იმ სამუშაოთი, რაც ამ მატჩში შევასრულე.
გუნდისთვის ჩემი მნიშვნელობა ვიცი, და თუ კარგ ფორმაში ვიქნები, ნაკრების თამაშში დიდი წვლილის შეტანას შევძლებ. აქ იმისთვის ვართ, რომ სიხარული მივანიჭოთ ჩვენს ხალხსა და ოჯახებს. ეს თამაშიც ერთ-ერთი ასეთი იყო, ჩვენ ყოველთვის ვოცნებობდით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე.
ჩვენ ყოველთვის ვოცნებობდით მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანაზე, იმაზე, რომ ჩვენი ხალხისთვის საამაყოები ვყოფილიყავით“,
- განაცხადა ვინისიუსმა.