The Athletic: ტრენტი და კარვახალი ელ კლასიკოსთვის მზად იქნებიან
ავტორიტეტული გამოცემა The Athletic მადრიდის რეალის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დანი კარვახალი და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ბარსელონასთან გასამართი მატჩისთვის მზად იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მარჯვენა მცველმა დაზიანება მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩის დროს მიიღო, ხოლო ინგლისელმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში მარსელის წინააღმდეგ.
გამოცემა ამ ინფორმაციას სამეფო კლუბის სამედიცინო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ამ მომენტისთვის საკმაოდ ბევრი საკადრო პრობლემა აქვს. ჰანსი ფლიკის განკარგულებაში ჟოან გარსია, გავი იამალი, ლოპესი, რაფინია, ტერ შტეგენი და ლევანდოვსკი არ არიან.
ცნობისთვის, მადრიდის რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება 26 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.