კარიმ ბენზემა, ფენერბაჰჩე, ალ იტიჰადი
Aa
Aa

ბენზემა ევროპაში ბრუნდება? - ფენერბაჰჩე წინადადებას ამზადებს

„ფენერბაჰჩე“ „ალ-იტიჰადის“ ფრანგი ფორვარდის, კარიმ ბენზემას დამატების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

გამოცემა Fotomaç-ის ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო კლუბის პრეზიდენტ სადეტინ სარანს ესაუბრა და ცენტრფორვარდის შეძენა მოითხოვა. ტედესკოს თქმით, ეს განპირობებულია იუსუფ ენ-ნესირის ცუდი სათამაშო ფორმით, ჯონ დურანის ტრავმით და შემადგენლობიდან ჩენქ თოსუნის მოკვეთით.

რამდენიმე კანდიდატურის შესწავლის შემდეგ „ფენერბაჰჩეს“ არჩევანი ბენზემაზე შეჩერდა. ფრანგ ფორვარდს „ალ-იტიჰადთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თუ ფეხბურთელი თანახმა იქნება, სტამბოლური კლუბი მზადაა, ჯონ დურანი გაყიდოს. ამ ტრანსფერის განხორციელებას „ფენერი“ უკვე იანვარში შეეცდება.

ცნობისთვის, ბენზემა „ალ-იტიჰადს“ 2023 წელს შეუერთდა და საუდის არაბეთში წელიწადში ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს იღებს. მედიის ინფორმაციით, 37 წლის ფორვარდს სურს, კარიერის ბოლო წლები ევროპაში გაატაროს.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე კვირის წინ მედია ბენზემას „ბენფიკას“ უკავშირებდა, მას შემდეგ რაც ლისაბონური კლუბი ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატში არსებული ფინანსური პირობების გათვალისწინებით ბენზემას ევროპაში დაბრუნება არარეალურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმის გამო, ლევანდოვსკი 1 თვეს გამოტოვებს - AS
ტრავმის გამო, ლევანდოვსკი 1 თვეს გამოტოვებს - AS