კარლო ანჩელოტი, რაფინია დიასი, ვინისიუს ჟუნიორი, მატეუს კუნია
Aa
Aa

მარტივი სამი ქულა - ბრაზილიამ ჰაიტი დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა

მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრები გრძელდება. ბრაზილიის ნაკრებმა C ჯგუფში ჰაიტის 3:0 მოუგო და გალიდერდა.

კარლო ანჩელოტიმ პირველი ტურის შემდეგ, შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - მარჯვენა მცველი იბანიესი დანილოთი შეცვალა, ცენტრფორვარდი იგორ ტიაგო კი მატეუშ კუნიამ ჩაანაცვლა. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს ნაბიჯი სწორი გამოდგა.

„სელესაომ“ საქმე პირველივე ტაიმში დაასრულა. კუნიამ დუბლი გაიფორმა, ერთიც ვინისიუსმა გაიტანა და მატჩს ნაადრევი წერტილი დაუსვეს.

ნეგატიური რაც მოხდა რაფინიას ტრავმა იყო, რომელმაც მოედანი მე-40 წუთზე დატოვა და ჯერჯერობით მისი ტრავმის სიმძიმე უცნობია.

მეორე ტაიმში რამდენიმე მცდელობის მიუხედავად მეტი გოლი აღარ გასულა. ჰაიტი პრესტიჟის ბურთის გატანას ლამობდა, თუმცა უშედეგოდ. ბრაზილია კი ანჩელოტის პრაგმატულ გეგმას მიჰყვებოდა, რომელიც უკვე საპლეიოფო მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ამრიგად, C ჯგუფში 4-4 ქულით ბრაზილია და მაროკო ლიდერობენ. ქულათა თანაფარდობის დროს ურთიერთშეხვედრებს უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება, შემდეგ მოდის ბურთების ბალანსი, რომლითაც „სელესაო“ ჯერჯერობით უკეთესია.

ბოლო ტურში ბრაზილია შოტლანდიას შეხვდება, მაროკო კი ჰაიტის. მატჩები 25 ივნისს 02:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები