ლიონელ მესი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ალჟირმა მარჩინიაკის წინააღმდეგ FIFA-ში საჩივარი შეიტანა

ალჟირის ფეხბურთის ფედერაციამ (FAF) ფიფაში საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება მათი ნაკრებისა და არგენტინის მატჩს მუნდიალის პირველი ტურის შეხვედრაში, სადაც ალჟირელები მსაჯთა გუნდის ქმედებით უკმაყოფილონი დარჩნენ.

ამის შესახებ TSA იტყობინება წყაროზე დაყრდნობით, რომელიც Compétition-ის ინფორმაციას ადასტურებს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პოლონელმა არბიტრმა, შიმონ მარჩინიაკმა მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ალჟირელები არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა და შეცვალა თამაშის მსვლელობა, რომელიც არგენტინის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

კერძოდ, მატჩის 31-ე წუთზე ლიონელ მესიმ აისა მანდის ბუცის ქაცვებით ფეხი წვივის კუნთზე დააბიჯა, რის გამოც ალჟირელი გაზონზე დაეცა. მთავარმა მსაჯმა არგენტინელს ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენა. ფიფაში გაგზავნილ საჩივარში FAF-მა მიუთითა ამ დარღვევაზე, რომელიც დაუსჯელი დარჩა.

მსაჯების მეორე მნიშვნელოვანი შეცდომა, რომლის შესახებაც ფიფას ეცნობა, ეხებოდა არგენტინელი ნახევარმცველის, ალექსის მაკალისტერის მიერ 74-ე წუთზე იბრაჰიმ მაზესთვის იდაყვის ჩარტყმას. სახეში დარტყმის მიღების შემდეგ ალჟირელი ფეხბურთელი დაეცა, თუმცა მსაჯს დარღვევა არ დაუფიქსირებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები