„შენ ვინ ხარ, იდიოტო! მე მსოფლიო მოვიგე“ - დე პოლი ლევანდოვსკის
„ინტერ მაიამის“ ნახევარმცველი როდრიგო დე პოლი და „ჩიკაგო ფაირის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი MLS-ში გუნდების მატჩის დროს (1:1), ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დაძაბულობამ არგენტინელსა და პოლონელს შორის პიკს მიაღწია შეხვედრის მიწურულს, რომელიც ჩიკაგოში, „სოლჯერ ფილდის“ სტადიონზე მიმდინარეობდა.
Marca-ს ცნობით, სიტყვიერი შელაპარაკებისას დე პოლმა ლევანდოვსკის უთხრა: „ვინ ხარ შენ, შე იდიოტო? მე ორი კოპა ამერიკა და მსოფლიო ჩემპიონატი მაქვს მოგებული. და შენ?“
როგორც GiveMeSport იუწყება, კონფლიქტი 89-ე წუთზე დაიწყო, როდესაც ლევანდოვსკისა და იან ფრეის შორის შეტაკება მოხდა. მოთამაშეები ერთმანეთს თამაშის განახლებისთვის მომზადების დროს შეეჯახნენ, რამაც პოლონელი ფეხბურთელის უკმაყოფილება გამოიწვია. პოლონელისგან ხელისკვრის შემდეგ ფრეი გაზონზე დაეცა. ფეხზე წამომდგარმა 24 წლის ფეხბურთელმა მეტოქე უფრო აგრესიული ბიძგით თავად დააგდო მიწაზე. შემდეგ ფრეი უკან, საჯარიმოში გაიქცა პოზიციის დასაკავებლად, მაგრამ ლევანდოვსკი წამოდგა და ოპონენტისკენ გაემართა ურთიერთობის გასარკვევად.
????????????️| Rodrigo de Paul to Robert Lewandowski:
— CentreGoals. (@centregoals) September 10, 2026
"Who are you? DUMMY! I have won 2 Copa America's and 1 World Cup, and you?!" pic.twitter.com/LZJmL2ifXc