ლუის დე ლა ფუენტე, ლამინ იამალი, მიკელ ოიარსაბალი
Aa
Aa

„ოქროს ბურთი ესპანელმა უნდა მოიგოს“ | ლუის დე ლა ფუენტეს კომენტარი

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. „ფურია როხას“ დამრიგებელმა აღნიშნა, რომ პრესტიჟული ჯილდო ესპანელმა უნდა მოიგოს და დასძინა, რომ 30 ნომინანტს შორის მიკელ ოიარსაბალის ვერმოხვედრის გამო გაკვირვებულია.

„ოქროს ბურთი ესპანელმა ფეხბურთელმა უნდა მოიგოს. ყოველთვის ესპანეთის ნაკრების წარმომადგენლებისკენ, „დამზადებულია ესპანეთში“ ბრენდისკენ ვარ. ჩვენ ვარჯიშის, თამაშისა და ხარისხის მხრივ მსოფლიო კლასის ქვეყანა ვართ.

მინდა აღვნიშნო, რომ მიკელ ოიარსაბალი 30 ნომინანტს შორის უნდა ყოფილიყო. ვინც ნომინანტების სახელები ჩამოწერა, ალბათ, ფურცელი დაუვარდა და ოიარსაბალი ვეღარ შეიყვანა.

ვფიქრობ, ლამინ იამალს „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია, რადგან ესპანელია და, ამავდროულად, ფანტასტიკური ფეხბურთელია. თუ ამ წელს ეს არ გამოვიდა, მომავალში აუცილებლად მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ბუკმეკერების მიხედვით, „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი ფავორიტი ჰარი კეინია. ავტორიტეტულ ბრიტანულ გამოცემას, The Athletic-ს კეინი საკუთარ რეიტინგში პირველ ადგილზე ჰყავს. ინგლისელის შემდეგ მაიკლ ოლისე და როდრი მოდიან, კვარა კი მეექვსე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიასთან რემატჩით გეიჯი ვერაფერს მიიღებს“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი
„ილიასთან რემატჩით გეიჯი ვერაფერს მიიღებს“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი