კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ლამინ იამალი
Aa
Aa

იამალი: ვისაც მესის საუკეთესოობაში ეჭვი ეპარება, ისინი თავადვე ეძებენ ამ ეჭვებს

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების გარემარბმა, ლამინ იამალმა ლიონელ მესის, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.

მესის შესახებ

„მესი ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს იმიტომ, რომ ისინი თავადვე ეძებენ ამ ეჭვებს.

მეტი არაფერია სათქმელი, ის საუკეთესოა. ყოველ მატჩში მესი ამტკიცებს, რომ ის ისტორიაში საუკეთესოა“.

იმის შესახებ, რომ მას მბაპეს, ჰოლანდსა და მესის ადარებენ:

„არ მინდა, რომ ეს ჩემთვის აკვიატებულ აზრად იქცეს. საქმე იმაში არ არის, რომ მბაპეს მივბაძო, ან თუ მესიმ გოლი გაიტანა, მეც აუცილებლად მომინდეს გატანა. არა, ეს არ მაღელვებს.

ისინი ჩემზე 10 წლით უფროსები არიან. და მეორეც, მე თამაშის განსხვავებული სტილი მაქვს. მე მინდა რჩევებს მოვუსმინო.

მე შემიძლია გავიტანო 16 გოლი და შემდეგ ნახევარფინალში წავაგო. ასე რომ, ეს არ არის ის, რისკენაც მივისწრაფვი“,

- განაცხადა 18 წლის იამალმა TVE-სთან ინტერვიუში.

იამალი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში საუდის არაბეთის წინააღმდეგ (21 ივნისს, 20:00-ზე) სათამაშოდ მზად არის, თუმცა როგორც თავადაც დაადასტურა, ჯერ 90 წუთით მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს და დე ლა ფუენტესაც გარისკვა არ სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები