ყველაზე სწრაფი გოლი - მაროკომ შოტლანდიას მოუგო
Aa
Aa

ყველაზე სწრაფი გოლი - მაროკომ შოტლანდიას მოუგო

პირველ ტურში ბრაზილიელებთან (1:1) დაფიქსირებული ფრის შემდეგ, მაროკოს ნაკრებმა შოტლანდიის ეროვნული გუნდი მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა და 1/16-ფინალის საგზური ძალიან დიდი ალბათობით გაინაღდა. მასაჩუსეტსის შტატში გამართულ შეხვედრაში აფრიკელებმა საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და მიზანსაც მიაღწიეს.

ანგარიში 71-ე წამზე ისმაელ საიბარიმ გახსნა, რომლის მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლაც უკვე გადაწყვეტილია. 25 წლის შემტევს ასისტენტობა პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც ბრაჰიმ დიასმა გაუწია. სხვათა შორის ეს გოლი მიმდინარე ტურნირზე ჯერჯერობით ყველაზე სწრაფი იყო. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ცნობისათვის, ამავე ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა ბრაზილია-ჰაიტი თბილისის დროით 04:30 წუთზე დაიწყება. რაც შეეხება მესამე ტურს, მაროკოელები ჰაიტს დაუპირისპირდებიან, ხოლო შოტლანდიელების მეტოქე სელესაო იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტაილანდშიც ყველა კვარაზე მესაუბრებოდა“ - სანდოხაძე გოგლიჩიძეს გრანდში ხედავს
„ტაილანდშიც ყველა კვარაზე მესაუბრებოდა“ - სანდოხაძე გოგლიჩიძეს გრანდში ხედავს