აშშ-ის ზედიზედ მეორე გამარჯვება | პოჩეტინოს გუნდი მუნდიალის 1/16-ფინალშია
2026 წლის მუნდიალის D ჯგუფის მეორე ტურში მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილმა აშშ-მა ავსტრალია 2:0 დაამარცხა და 1/16-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მე-11 წუთზე ფოლარინ ბალოგუნის აქტიურობის შემდეგ კამერონ ბერჯესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. აშშ-ის ნაკრები პირველი გუნდია მუნდიალის ისტორიაში, რომლის სასარგებლოდ ავტოგოლი ზედიზედ ორ მატჩში დაფიქსირდა. 43-ე წუთზე ალექს ფრიმენმა ანგარიში ორამდე გაზარდა. თავდაპირველად თამაშგარე დაფიქსირდა, თუმცა შემდეგ VAR-მა გოლი ჩათვალა.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში თურქეთი - პარაგვაის მატჩი 20 ივნისს, 07:00 საათზე დაიწყება.
პირველ ტურში პოჩეტინოს გუნდმა პარაგვაი 4:1 დაამარცხა. რაც შეეხება ავსტრალიას, ტონი პოპოვიჩის გუნდმა პირველ ტურში სენსაციურად თურქეთი 2:0 დაამარცხა.
მესამე ტურში, 26 ივნისს პარაგვაი ავსტრალიას შეხვდება, აშშ კი – თურქეთს. შეგახსენებთ, რომ მუნდიალის 1/16-ფინალში თამაშის უფლება მექსიკამ და აშშ-მა მოიპოვეს.