„პორტუგალია მის გარეშე უკეთესად თამაშობს“ - ბოატენგი რონალდუზე
„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კევინ-პრინს ბოატენგმა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა.
„შემიძლია თუ არა, ვიყო გულწრფელი? რონალდუ რომ გუნდზე ზრუნავდეს, განზე გადგებოდა და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა.
პორტუგალია მის გარეშე უკეთესად თამაშობს. როდესაც რონალდუ მოედნის ცენტრშია, მასზე ზეწოლა იზრდება, იმიტომ რომ ყველა თანაგუნდელი ცდილობს, პასი მას გაუკეთოს.
თუ პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონატზე შორს გასვლა სურს, ჩემია აზრით, რონალდუმ ასპარეზი სხვებს უნდა დაუთმოს, თვითონ კი ბოლო 15-20 წუთი ითამაშოს ხოლმე“.
ცნობისთვის, პირველი ტურის შემდეგ K ჯგუფის სათავეში 3 ქულით კოლუმბიაა, კონგოსა და პორტუგალიას 1-1 ქულა აქვთ, უზბეკეთი კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა. მეორე ტურში პორტუგალია უზბეკეთს, კონგო კი კოლუმბიას შეხვდება.