ბარსელონა, ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

კონტრაქტი გაახანგრძლივა - დე იონგი ბარსაში 2029 წლამდე ითამაშებს

კატალონიის ბარსელონასა და ფრენკი დე იონგს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ნიდერლანდელი ფეხბურთელი ბლაუგრანაში 2029 წლის ჩათვლით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში დე იონგის გაყიდვა მანჩესტერ იუნაიტედში იგეგმებოდა. ბარსა ასე ფინანსური ფეარ პლეის მოგვარებას ცდილობდა, თუმცა ფრენკის კატალონიიდან აბარგება აღარ ემუქრება.

ამ გადაწყვეტილებას ბარსელონას გულშემატკივრები მეტწილად უარყოფითად შეხვდნენ. სოციალურ ქსელში ლაპორტას ბევრი აკრიტიკებს.

ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 28 წლის ნახევარმცველის კოლოსალური ხელფასია. ის წლიურად 19 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ასევე გეტყვით, რომ თუ MUNDO DEPORTIVO-ს დავუჯერებთ, დე იონგის გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი კატალონიურ გრანდს 2019 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 267-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული შლოტერბერკს ვან დაიკის შემცვლელად განიხილავს - Bild
ლივერპული შლოტერბერკს ვან დაიკის შემცვლელად განიხილავს - Bild