ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

ხმაური და სიმშვიდის დარღვევა - ვინისიუსს სასამართლოში უჩივლეს

მიმდინარე წლის 12 ივლისს, ვინისიუს ჟუნიორმა საკუთარი დაბადების დღე იმაზე პომპეზურად აღნიშნა, ვიდრე ეს ზოგადად ხდება ხოლმე

ესპანური MARCA-ს ინფორმაციით, ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს სასამართლოში უჩივიან. ამის მიზეზი არასამუშაო დროს ზედმეტი ხმაური და მეზობლების შეწუხება გახდა. ეს ყველაფერი რიო-დე-ჟანეიორში მოხდა.

საქმე განიხილება რიოს მე-9 სპეციალურ სისხლის სამართლის სასამართლოში, რომელიც მცირე სამართალდარღვევებს განიხილავს. ის დაფუძნებულია მეზობლის საჩივარზე, რომელიც იმ ადგილის მახლობლად ცხოვრობს, სადაც ბრაზილიის ნაკრების ვინგერმა 25 წლის იუბილე აღნიშნა — 19 ივლისიდან 21 ივლისის დილამდე.

საჩივრის თანახმად, რომელსაც ბრაზილიური გაზეთი O Globo ციტირებს, წვეულება ჩატარდა მდიდრულ მამულში, რომელიც ჩვეულებრივ ქორწილებსა და კორპორაციულ ღონისძიებებს მასპინძლობს, მაგრამ ამჯერად ზედმეტი ხმაურითა და მუსიკით „მეზობლობის სიმშვიდე“ დაარღვია.

„მეზობელმა პოლიციას მიმართა, რის შემდეგაც სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ. მათ შეამჩნიეს ხმამაღალი მუსიკა და ყვირილი, სტუმრებს კი სთხოვეს ხმა დაეწიათ. ვინისიუსმა და მისმა სტუმრებმა მოთხოვნა შეასრულეს, თუმცა პოლიციის წასვლის შემდეგ „ხმაური კვლავ უკიდურესად მაღალ დონეზე ავიდა,“ — ნათქვამია საჩივარში.

რიო-დე-ჟანეიროს შტატის სასამართლოს ცნობით, სასამართლო მოსმენა 6 ნოემბერს ჩაინიშნა. ბრაზილიური კანონმდებლობის მიხედვით, „სხვათა სამუშაოს ან სიმშვიდის დარღვევა“ ისჯება 15 დღიდან 3 თვემდე პატიმრობით ან ჯარიმით.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვინისიუსმა 25 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა — წვეულებაზე გაიმართა კონცერტები (მათ შორის რეპერ Travis Scott-ის მონაწილეობით), ფოიერვერკის შოუ და გართობის ატრაქციონებიც კი იყო მოწყობილი.

გაზეთ O Globo-ს ცნობით, ღონისძიებას დაახლოებით 500 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის „რეალ მადრიდის“ ფრანგი ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა და ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი ანიტა, რომელიც ლათინური რეგეტონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წარმომადგენლად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული შლოტერბერკს ვან დაიკის შემცვლელად განიხილავს - Bild
ლივერპული შლოტერბერკს ვან დაიკის შემცვლელად განიხილავს - Bild