დაბრუნდნენ - ტრენტი და კარვახალი სრული დატვირთვით ვარჯიშობენ
რამდენიმე დღის წინ, ავტორიტეტულმა გამოცემა The Athletic-მა გვამცნო, რომ დანი კარვახალი და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ელ კლასიკოსთვის მზად იქნებოდნენ.
დღეს კი მადრიდის რეალის ვარჯიშიდან ფოტოები გავრცელდა, რომელსაც MARCA გვთავაზობს. ორივე ფეხბურთელი სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ბლანკოსის ბანაკში ამ მხრივ სასიამოვნო სიახლეა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მარჯვენა მცველმა დაზიანება მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩის დროს მიიღო, ხოლო ინგლისელმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში მარსელის წინააღმდეგ.
ასევე შეგახსენებთ, ბარსელონას ამ მომენტისთვის საკმაოდ ბევრი საკადრო პრობლემა აქვს. ჰანსი ფლიკის განკარგულებაში ჟოან გარსია, გავი, იამალი, რაფინია, ტერ შტეგენი და ლევანდოვსკი არ არიან.
ცნობისთვის, მადრიდის რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება 26 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.