მერაბ დვალიშვილი, დენა უაითი
Aa
Aa

„ორშაბათს ჩვენს ოფისში მოვიდა“ | რა თქვა დენა უაითმა მერაბზე

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა, მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის საჩემპიონო ორთაბრძოლა დააანონსა. უაითმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ორგანიზაციის გეგმები გაგვიზიარა და „მანქანაზე“ ისაუბრა.

„P4P რეიტინგის მესამე ნომერი, მერაბ დვალიშვილი, ოქტაგონში სწრაფად ბრუნდება და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მეორე ნომერს, პიოტრ იანს დაუპირისპირდება. მათი ჩხუბი UFC 323-ის მთავარი მოვლენა იქნება.

UFC 320-ზე, საჩემპიონო ქამრის დაცვიდან მეორე დღეს, ორშაბათს, დვალიშვილი ჩვენს ოფისში მოვიდა და გვითხრა, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ერთი წლის განმავლობაში დაცული ტიტულების რეკორდის დამხობა. მერაბს ზედიზედ 14 ორთაბრძოლა აქვს მოგებული და აპირებს, საჩემპიონო ქამარი ერთი წლის განმავლობაში მეოთხედ დაიცვას — რაც უპრეცედენტო მიღწევა იქნება.

დვალიშვილი რეკორდსმენია UFC-ში შესრულებული თეიქდაუნების რაოდენობით, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ზედიზედ მოპოვებული მოგებებით ყველა დროის სიაში მეორე ადგილს დაიკავებს. სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში უკვე ყველაზე მეტი მოგება აქვს, ყველაზე მეტ სატიტულო ორთაბრძოლაში გაუმარჯვია და ამ ბიჭს მართლაც შთამბეჭდავი სერია აქვს.“

ცნობისთვის, მერაბს იანთან ერთხელ უკვე უჩხუბია და მას დომინანტურ სტილში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო, თუმცა რუსი მებრძოლი ირწმუნება, რომ იმ ჩხუბში ტრავმა ჰქონდა და საკუთარი ძალების მხოლოდ ნახევარი აჩვენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლეგიონერების გამოშვებას მკაცრად მოვითხოვთ“ - კოკერილი ნოემბრის ტესტების წინ
„ლეგიონერების გამოშვებას მკაცრად მოვითხოვთ“ - კოკერილი ნოემბრის ტესტების წინ