რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

„ლეგიონერების გამოშვებას მკაცრად მოვითხოვთ“ - კოკერილი ნოემბრის ტესტების წინ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ახლოვდება. ნოემბერში ბორჯღალოსნები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასთან და იაპონიასთან ტესტ-მატჩებს გამართავენ, სადაც დადებითი შედეგების ჩვენების შემთხვევაში, 2027 წლის მსოფლიოს თასის კენჭისყრის დროს ზედა კალათაში მოვხვდებით, რაც ბუნებრივია პლეი ოფში ჩვენი გასვლის შანსებს ერთიორად გაზრდის. პრინციპული თამაშების მოსაგებად საუკეთესო შემადგენლობის თავმოყრა აუცილებელია, რასაც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ხაზი გაუსვა.

რას ამბობს კოკერილი

გამუდმებით ვმუშაობთ ფიზიკურ მომზადებაზე, შერკინებასა და განსაკუთრებით რბილი, ტექნიკური პასების გაკეთებაზე, რაშიც შედარებით გვიჭირს. საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ლეგიონერები ყოველი სანაკრებო მატჩების დადგომას წნეხის ქვეშ ხვდებიან, რადგან ნერვიულობენ იმაზე, გამოუშვებენ თუ არა კლუბები. ყველას ვაფრთხილებ, რომ ნოემბერში ჩვენი ბიჭების ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლას მკაცრად მოვითხოვთ, თუმცა ნორმის ფარგლებში და ვეცდებით მათ საქმე არ გავუფუჭოთ. წინ უპრინციპულესი შეხვედრები გველის და უძლიერესი შემადგენლობა უნდა იყოს ჩემს განკარგულებაში.

ცნობისათვის, ქართველი მორაგბეები ბათუმში 8 ნოემბერს აშშ-ის, ხოლო 15 ნოემბერს კანადას უმასპინძლებენ. ნოემბრის ტესტებს კი, 22 რიცხვში მიხეილ მესხის სტადიონზე იაპონელებთან თამაშით დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამიდან ორი ბათუმში - ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ყველაფერი გაირკვა
სამიდან ორი ბათუმში - ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ყველაფერი გაირკვა