ფიბა-ევროპის თასი | ქუთაისი ბრნოსთან დამარცხდა
Aa
Aa

ფიბა-ევროპის თასი | ქუთაისი ბრნოსთან დამარცხდა

საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ ფიბა-ევროპის თასის ახალი სეზონი ჩეხურ „ბრნოსთან“ საშინაო მატჩით გახსნა. მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და საბოლოოდ 84:66 გაიმარჯვა.

ქუთაისელთა მხრიდან საუკეთესო ნიკოლოზ დარბაიძე იყო, რომელმაც პარკეტზე 31 წუთი და 7 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში დარბაიძემ 18 ქულას, 3 მოხსნას და ერთ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

სტუმართა მხრიდან საუკეთესო ჯეიკობ გროვსი იყო. ამერიკელმა კალათბურთელმა არასრულ 24 წუთში 33 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

ცნობისთვის, კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისური გუნდი ფიბა-ევროპის თასზე მომდევნო მატჩს საბერძნეთში პერისტერისთან გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 22 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩიც მოიგო
შერმადინის 14 ქულა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩიც მოიგო