ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - შერმადინი მორაბანკ ანდორასთან MVP გახდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე მორაბანკ ანდორას ესტუმრა და დიდი ანგარიშით 96:64 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 20 წუთი და 41 წამი გაატარა.
შერმადინს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. გიორგიმ არასრულ 21 წუთში 18 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.
შერმადინმა მატჩის მიმდინარეობისას 7-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და 6 ჩააგდო. საჯარიმო ტყორცნა 8-ჯერ შეასრულა და ზუსტი 6 აღმოჩნდა. 9 მოხსნიდან 8 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი მეტოქის. ამ შედეგით ის მატჩის MVP გახდა.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ლაგუნა ტენერიფეს 4 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, შერმადინის გუნდი მურსიას უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 18 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.
???? La Laguna Tenerife se exhibe en Andorra ‼️
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) October 11, 2025
???? Semana redonda de los aurinegros: tres de tres en siete días
???????? #VamosCanarias pic.twitter.com/VcYhRljyTa