შენგელია: “გულშემატკივრებს მთელი გუნდის სახელით მადლობას ვუხდი“
ევროლიგაზე ვალენსიასთან გამარჯვების შემდეგ, ბარსელონას ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ კომენტარი გააკეთა.
შენგელია:
„ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყავი. ბედნიერი და დაღლილი ვარ. შეცდომები დავუშვით, მაგრამ მაინც არ დავნებდით. საბოლოოდ ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ გავიმარჯვეთ, რომლებიც მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს. მინდა ამის გამო მათ გუნდის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო.
გულშემატკივრების მხარდაჭერა განსაკუთრებით გადამწყვეტი მაშინ აღმოჩნდა, როცა უკვე გამოფიტულები ვიყავით. მათ დამატებითი ენერგია მოგვცეს. იყო მომენტები, როდესაც შეტევაში არაფერი გამოგვდიოდა და სწორედ მაშინ ვიგრძენით ქომაგების გვერდში დგომა. საბოლოოდ გავიმარჯვეთ და ბედნიერები ვართ.“
შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ვალენსია 108:102 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 29 წამი და 56 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.