11 ქულა 15 წუთში - ბითაძე სეზონს კარგ ფორმაში ხვდება
„ორლანდო“ NBA-ს ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს, გოგა ბითაძეც სათამაშო წუთებს იღებს და მთავარი მწვრთნელისგან მიცემულ დროს ქართველი კალათბურთელი მაქსიმალურად ნაყოფიერად იყენებს. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც პრესეზონის ფარგლებში „მეჯიქმა“ „ფილადელფია“ 30-ქულიანი სხვაობით, 128:98 დაამარცხა და ბითაძეც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
გოგამ პარკეტზე გატარებულ 15 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. 26 წლის ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან მისი ერთი ტყორცნა კი არაზუსტი აღმოჩნდა. ექვსიდან ხუთ შემთხვევაში ბითაძემ მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი არც ერთხელ დაუკარგავს და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
პრესეზონის ფარგლებში „ორლანდო“ კიდევ ორ შეხვედრას გამართავს - ბითაძის და მისი თანაგუნდელების მეტოქე 13 ოქტომბერს - „მაიამი ჰიტი“, ხოლო 17 ოქტომბერს „ნიუ იორლეან პელიკანსი“ იქნება. NBA-ს წლევანდელ გათამაშებას კი „მეჯიქი“ იმავე „მაიამისთან“ თამაშით დაიწყებს.