სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

20 წუთში 8 ქულა და 9 მოხსნა | მამუკელაშვილმა ვაშინგტონთან სასტარტოში დაიწყო

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ NBA-ის რეგულარული სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. „საკრამენტო კინგსისა“ და „ბოსტონ სელტიქსის“ დამარცხების შემდეგ, კანადელებმა მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში „ვაშინგტონ უიზარდსს“ სძლიეს — 113:112.

სანდრომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 19 წუთი და 40 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. „მამუმ“ 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი კი გააფუჭა; მას 4 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი იმანუელ ქუიკლი იყო — 18 ქულა. არ ჯეი ბერეტმა 15 ქულა მოაგროვა, ხოლო სკოტი ბარნსმა ორმაგი დუბლი შეასრულა — 10 ქულა და 12 მოხსნა. „უიზარდსის“ მხრიდან 19 ქულით სი ჯე მაკკოლუმი გამოირჩა.

ცნობისთვის, მამუკელაშვილის „ტორონტო“ მომდევნო შეხვედრას „ბოსტონ სელტიქსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 ოქტომბერს არის ჩანიშნული და თბილისის დროით 03:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი განთავისუფლება უსამართლობა იყო“ - გეგუჩაძის პირველი კომენტარი
„ჩემი განთავისუფლება უსამართლობა იყო“ - გეგუჩაძის პირველი კომენტარი