გია გეგუჩაძე
Aa
Aa

უსუსურები გამოვჩნდით, მეტოქეს კონტრთამაში უნდა შესთავაზო | გეგუჩაძე ნაკრებზე

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ელჩეში საქართველოს დამაჯერებლად 2:0 მოუგო. „ფურია რუხა’’ მთელი მატჩის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდა, სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

 ამ მატჩის შესახებ გამოცდილმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე'' ისაუბრა.

„მართლაც ესე გამოვჩნდით, ძალიან უსუსურები, თუმცა ყოველთვის ერთ პრობლემას ვაწყდებით ჩვენ. ესპანეთის ნაკრები საოცარი გუნდია. იმაზე იმედების დამყარება, რომ მათ რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ, ძალიან არასერიოზულია იმდენად რამდენადაც თითო პოზიციაზე ალბათ 5 და 6 ფეხბურთელი ჰყავთ. ყველას დასამტკიცებელი აქვს. ამდენად, ეს პრობლემა ესპანელებს ნამდვილად არ უდგათ.

ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ბურთი ვერ ამოგვქონდა, არც გადავსულვართ მეტოქის ნახევარზე. სამწუხაროდ, ისე გამოჩნდა, რომ ამაზე ფიქრიც არ გვქონდა.

მეტოქეს კონტრთამაში ცოტათი მაინც უნდა შესთავაზო, რომ მეტოქის ნახევარზე გადახვიდე.

მიუხედავად ამისა, ძალიან კრიტიკულები ნუ ვიქნებით, წინ თურქეთთან მატჩია’’.

საქართველოსთან მატჩში „ფურია როხას’’ 9 ფეხბურთელი ვერ დაეხმარა: როდრი, ნიკო უილიამსი, გავი, ლამინ იამალი, ფაბიან რუიზი, დანი კარვახალი, ფერმინ ლოპესი, დინ ჰუისენი და დანი ოლმო.

ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტმა თურქეთის ნაკრებმა შინ ბულგარეთს 6:1 მოუგო. 3 ტურის შემდეგ ესპანეთი 9 ქულით პირველზეა, თურქეთის აქტივში 6 ქულაა, საქართველოს ანგარიშზე 3 ქულაა, ბულგარეთი 0 ქულით აუტსაიდერია. მე-4 ტურში საქართველო თურქეთს ესტუმრება, ბულგარეთი - ესპანეთს. ორივე მატჩი 14 ოქტომბერს გაიმართება.

თურქეთი - საქართველოს მატჩი 14 ოქტომბერს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო თავს კარგად იცავდა, შესანიშნავი მეკარე ჰყავთ“ - დე ლა ფუენტე
„საქართველო თავს კარგად იცავდა, შესანიშნავი მეკარე ჰყავთ“ - დე ლა ფუენტე