ისტორიული გამარჯვება და რეკორდი | ფარერის კუნძულებმა ჩეხეთს მოუგო
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება და რეკორდი | ფარერის კუნძულებმა ჩეხეთს მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში ჩეხეთი სენსაციურად დამარცხდა. ივან ჰაშეკის გუნდი სტუმრად ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. შეხვედრაში ანგარიში ჰანუს სორენსენმა გახსნა. 78-ე წუთზე ადამ კარაბეცმა წონასწორობა აღადგინა, ფარერის კუნძულებს სამი ქულა კი მარტინ აგნარსონმა მოუტანა.

ფარერის კუნძულებმა საკუთარი ისტორია დაწერა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ ორი თამაში პირველად მოიგო. ჩეხეთამდე მათ მონტენეგრო დაამარცხეს - 4:0. ეიუნ კლაკსტეინის გუნდის ანგარიშზე 12 ქულაა, რაც მათთვის ასევე რეკორდული შედეგია. ფარერის კუნძულებს საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ქულა არასდროს დაუგროვებია.

7 ტურის შემდეგ L ჯგუფის სატურნირო ცხრილს ხორვატია ლიდერობს, რომელსაც 16 ქულა აქვს მოპოვებული. მეორე პოზიციაზე ჩეხეთი იმყოფება - 13 ქულა, ფარერის კუნძულები მესამე ადგილზეა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. ბოლო ტურში ჩეხეთი გიბრალტარს ხვდება, ფარერის კუნძულები - ხორვატიას.

სხვათა შორის, ჩეხეთი ფარერის კუნძულებზე 56-ჯერ დიდი ქვეყანაა, მისი მოსახლეობა კი 202-ჯერ მეტია. ფარერის კუნძულებმა ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მოიგო და ისტორიული სვლის გაგრძელების შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მშვენივრად იბრძოლე, გელოდები“ - დვალიშვილმა ფიგერედო გამოიწვია
„მშვენივრად იბრძოლე, გელოდები“ - დვალიშვილმა ფიგერედო გამოიწვია