მერაბ დვალიშვილი, დეივისონ ფიგერედო
Aa
Aa

„მშვენივრად იბრძოლე, გელოდები“ - დვალიშვილმა ფიგერედო გამოიწვია

გუშინ, რიო დე-ჟანეიროში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე ბევრი საინტერესო და დაძაბული ორთაბრძოლა გაიმართა. მათ შორის იყო დაპირისპირება სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში, სადაც ადგილობრივი პუბლიკის მხარდაჭერით შეგულიანებულმა დეივისონ ფიგერედომ მონტელ ჯეკსონი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მის გამარჯვებას კი ამ დივიზიონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:

„მინდა მოგილოცო ეს გამარჯვება. მშვენიერი ბრძოლა ჩაატარე ტოპ-მებრძოლთან და მგონი დრო მოვიდა ოქტაგონი კიდევ ერთხელ გავიზიაროთ. მოუთმენლად ველოდები შენთან კიდევ ერთხელ შეხვედრას“ - ასეთი სტატუსი დაწერა ქართველმა „მანქანამ“, რომელმაც ერთი კვირის წინ ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი კიდევ ერთხელ შეინარჩუნა.

ცნობისათვის, დვალიშვილთან ბრძოლის ჩატარების სურვილი ფიგერედომ ჯექსონის დამარცხების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ მერაბმა თეიქდაუნების შესრულება კარგად იცის, თუმცა არ იცის, თუ როგორ უნდა დააფინიშოს მოწინააღმდეგე, რის გამოყენებასაც მაქსიმალურად შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„წლის საუკეთესო მებრძოლი დვალიშვილია“ - UFC-ის კომენტატორი
„წლის საუკეთესო მებრძოლი დვალიშვილია“ - UFC-ის კომენტატორი