მახრჩობელა ილეთით - ოლივეირამ სამშობლოში მეტეუშ გამროტი დაამარცხა
ილია თოფურიასთან დამარცხების შემდეგ, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჩარლზ ოლივეირა სამშობლოში ტრიუმფით დაბრუნდა.
ბრაზილიელის მეტოქე მატეუშ გამროტი იყო. ბრძოლა ბრაზილიაში გაიმართა და მთელი დარბაზი, რა თქმა უნდა, ოლივეირასკენ იყო. ბრძოლის დაწყებამდე გულშემატკივრები გამროტის მისამართით სკანდირებდნენ: „დღეს შენ მოკვდები“
პირველი რაუნდი მეტნაკლებად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა მეორეში ბრძოლამ მიწაზე გადაინაცვლა, სადაც ჩარლზი შეუდარებელი იყო და მეტეუში „საბმიშენით“ დაამარცხა.
THE LION DOESN'T CARE IF HIS OPPONENT CHANGES‼️@CharlesDoBronxs add another submission to his resume at #UFCRio! pic.twitter.com/ifmEmX5IdT
— UFC (@ufc) October 12, 2025