თურქეთი VS საქართველო - ცნობილია მსაჯის ვინაობა
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს სტუმრად თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
აღნიშნული დაპირისპირება ჯვაროსნებისთვის გადამწყვეტია. სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, თუ რომელი არბიტრი განსჯის ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებას.
თურქეთისა და საქართველოს მატჩს რუმინელი რადუ პეტრესკუ იმსაჯებს. მისი დამხმარეები კი თანამემამულე ოვიდიუ არტენე და რადუ გუნგულეცი იქნებიან. მეოთხე მსაჯად ანდრეი კივულეტე დანიშნეს, ხოლო ვიდეო რეფერის ოთახში კატალინ პოპა და მარსელ ბირსანი ისხდებიან.
ცნობისთვის, რადუ პედრესკუმ აქამდე საქართველოს ნაკრების ორი მატჩი იმსაჯა. პირველად ეს 2018 წელს ერთა ლიგაზე მოხდა.(ანდორა VS საქართველო) მეორე კი თბილისში საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება, რომელიც ფურია როხამ 2:1 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს მომავალი მატჩი 14 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.