გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებთან ძალიან გაგვიჭირდა | ქოჩორაშვილის შეფასება

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ელჩეში საქართველოს დამაჯერებლად 2:0 მოუგო. „ფურია რუხა’’ მთელი მატჩის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდა, სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

გიორგი ქოჩორაშვილი: „ჩემი თვალსაზრისით ესპანეთი მსოფლიოში პირველი გუნდია. ვეცადეთ იმ გეგმას მივყოლოდით, რაც თავიდან დავისახეთ. შევეცადეთ ეს გეგმა ბოლომდე შეგევსრულებინა, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. ძალიან გაგვიჭირდა, როგორც ბურთთან ერთად, ასევე უბურთოდ, მაგრამ ვეცდებით მალე დავივიწყოთ, აღვიდგინოთ, ვისწავლოთ ამ დაცემაზე და ვიფიქროთ იმ დაძაბულ თამაშზე, რომელიც თურქეთში გველოდება. მაყურებლის და გულშემატკივრის მხარდაჭერა ყველას დაგვჭირდება. ასევე, თავი რომ არ დავხაროთ, ზევით ავწიოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით’’.

ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტმა თურქეთის ნაკრებმა შინ ბულგარეთს 6:1 მოუგო. 3 ტურის შემდეგ ესპანეთი 9 ქულით პირველზეა, თურქეთის აქტივში 6 ქულაა, საქართველოს ანგარიშზე 3 ქულაა, ბულგარეთი 0 ქულით აუტსაიდერია. მე-4 ტურში საქართველო თურქეთს ესტუმრება, ბულგარეთი - ესპანეთს. ორივე მატჩი 14 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანეთთან ამ შედეგით იღბლიანები ვართ | სანიოლი თურქეთთან სხვა თამაშს ელის
ესპანეთთან ამ შედეგით იღბლიანები ვართ | სანიოლი თურქეთთან სხვა თამაშს ელის