ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

“დღეიდან საქართველოსთვის მზადებას ვიწყებთ“ - მონტელა

თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთი 6:1 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, ვინჩენცო მონტელამ საქართველოსთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მონტელა:

„რთული მატჩი იყო. თავიდან გაგვიჭირდა და პირველი ტაიმი ვერ მოვიგეთ. შესვენებაზე ფეხბურთელებს გარკვეული მითითებები მივეცი, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეს. ამის შემდეგ, ჩვენთვის სასურველი შედეგი დადგა.

ასეთი გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, რადგან ამდენმა გოლმა საშუალება მოგვცა გატანილ/გაშვებული გოლების სხვაობა ნულამდე დაგვეყვანა. ამ მხრივ საქართველოსთან ჩამორჩენა გავაბათილეთ.

დღეიდან საქართველოსთან თამაშისთვის მომზადებას ვიწყებთ. საქართველო ჩვენი პირდაპირი მეტოქეა. შემადგენლობაში ცვლილებები გვექნება, რადგან ბულგარეთთან დიდი ენერგია დავხარჯეთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის თურქეთის ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება. საქართველო 3 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირება 14 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო თავს კარგად იცავდა, შესანიშნავი მეკარე ჰყავთ“ - დე ლა ფუენტე
„საქართველო თავს კარგად იცავდა, შესანიშნავი მეკარე ჰყავთ“ - დე ლა ფუენტე