გიორგი ქოჩორაშვილი, ფერან ტორესი
Aa
Aa

“თამაშის წესებს არღვევდა“ - ყოფილი მსაჯი ქოჩორაშვილი/ტორესის ეპიზოდზე

ესპანეთისა და საქართველოს მატჩის დროს, მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. ფურია როხას პირველი გოლი კუთხურს მოყვა, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო.

ასევე საკამათო გახდა გიორგი ქოჩორაშვილისა და ფერან ტორესის ეპიზოდი. ბევრი თვლის, რომ აღნიშნულ მომენტში პენალტი უნდა დანიშნულიყო.

ამ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება ესპანელმა ყოფილმა არბიტრმა იტურალდე გონსალესმა დააფიქსირა.

გონსალესი:

„ქოჩორაშვილმა ფერანი მუხლით წააქცია და ჩემთვის ეს პენალტი იყო. ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ, მთავარმა მსაჯმა გადაწყვიტა, რომ ტორესი იყო ის, ვინც ფიზიკურ კონტაქტს ცდილობდა. თუ ის სიმულირებდა მაშინ რატომ არ დაისაჯა ყვითელი ბარათით?

მინდა შევეხო პირველი გოლის ეპიზოდსაც. კუთხური არ იყო, რადგან ბურთი ბოლოს ფერანს შეეხო. დანიშნული პენალტის ეპიზოდში ტორესი ცდილობს შეეხოს მამარდაშვილს და თავდამსხმელების 80% ასე იქცევა. ვთვლი, რომ მსაჯს შეეძლო ამ ეპიზოდის გატარება.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ 2:0 დამარცხდა. ამ მომენტისთვის ჯვაროსნებს 3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში სანიოლის გაწვრთნილი გუნდი თურქეთს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 14 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები