„იმიჯი და მუნდიალზე დაბრუნება“ - მანჩინის მიზნები შვილმა გაამჟღავნა
ამა თუ იმ გუნდში გატარებული წარმატებული პერიოდის შემდეგ, უკან დაბრუნებას და ერთ მდინარეში მეორედ შესვლას ნებისმიერი მაღალი დონის სპეციალისტი ერიდება, თუმცა რობერტო მანჩინი ამ მხრივ განსხვავებული ადამიანი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მან შეძლო და 2021 წელს იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი არსებობის ისტორიაში მეორედ მოაგებინა, ახლა, როდესაც მშობლიური ქვეყნის ეროვნულ გუნდს ძალიან უჭირს, დაბრუნებაზე უარი არ თქვა და უმძიმეს მიზნებს უნდა შეეჭიდოს. თუ რა იქნება მისი მიზანი და ამოცანა, ამის თაობაზე რობერტოს შვილმა, ანდრეა მანჩინიმ ისაუბრა:
„რობერტოს სკუადრა აძურაში დაბრუნება ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებითა და სიურპრიზებით სავსე სწორედ ამიტომ არის, რომ ამგვარი რაღაცეები ხდება. მამაჩემს დიდი მოტივაცია აქვს - გარდა იმისა, რომ სურს ზედიზედ სამი წარუმატებელი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე დააბრუნოს და გარდა ამისა, დიდი სურვილი აქვს, რომ ის შელახული იმიჯი აღიდგინოს, რაც თავის დროზე მისი ეროვნული გუნდიდან წასვლის გამო შეილახა“.
ცნობისათვის, მანჩინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ჟურნალისტებს წარსულიდან ერთი მაგალითი მოჰყავთ - ტრიუმფალური 2006 წლის მუნდიალის შემდეგ, 2010 წლის პლანეტის პირველობისთვის პოსტზე დაბრუნებულმა მარჩელო ლიპიმ აპენინელები ჯგუფიდან ვერ გაიყვანა.