სრული ფიასკო - საქართველო თურქეთთან უშანსოდ დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველო თურქეთს ესტუმრა და უშანსოდ 1:4 დამარცხდა.
სამწუხაროდ, საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი თითქმის დაკარგა. თურქეთის ნაკრებიდან პირველი გოლი ილდიზმა მე-14 წუთზე გაიტანა.
22-ე წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ კუთხური ჩააწოდა, რასაც დემირალმა უპასუხა და სხვაობა ორამდე გაზარდა. საინტერესო ის გახლავთ, რომ ალ აჰლის ტანმაღალ უკანახაზელს ოთარ კიტეიშვილი მეურვეობდა.
თურქეთი აქტიურობას აგრძელებდა და შეტევას შეტევაზე ანხორციელებდა. ამ აქტიურობამ შედეგი 35-ე წუთზე გამოიღო და აკგუნმა ჯვაროსნებს მესამე გოლი გაუტანა. პირველი ნახევარი 3:0 დასრულდა.
მონტელას შეგირდებმა მეორე ტაიმი კვლავ აქტიურად დაიწყეს და 52-ე წუთზე მეორე გოლის სცენარი გამეორდა. ჰაკანის კუთხური და დემირალის გოლს. დემირალს კისევ კიტეიშვილი მეურვეობდა.
საქართველოს მხრიდან პრესტიჟის გოლის გატანა 65-ე წუთზე ბრწყინვალე კომბინაციის შედეგად გიორგი ქოჩორაშვილმა მოახერხა.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. თურქეთი კი ჯვაროსნებს 6 ქულით უსწრებს. შემდეგ მატჩს სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ესპანეთის წინააღმდეგ საკუთარ კედლებში გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 15 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.