კობი ბრაიანტი, შეი გილჯეს-ალექსანდერი
Aa
Aa

„ბრაიანტის დონეზე ასვლას მსურს“ - გილჯეს-ალექსანდერის ამბიციური განცხადება

NBA-ს გასული სეზონი „ოკლაჰომას“ ტრიუმფით დასრულდა - „თანდერი“ კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა იდგა და ჩემპიონის ტიტული სრულიად დამსახურებულად მოიპოვა, კლუბის წარმატების მთავარი შემოქმედი კი შეი გილჯეს-ალექსანდერი გახლდათ, რომელიც არამხოლოდ სეზონის MVP-ის პრიზის მფლობელი, არამედ საუკეთესო მექულეც გახდა. თუმცა, როგორც მისი განცხადებებიდან ჩანს, კანადელი მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და შორსმიმავალი გეგმები აქვს.

შეი გილჯეს-ალექსანდერი

კალათბურთის თამაშს არც დავიწყებდი დიდი ამბიციები რომ არ მქონოდა. მუდამ მსურდა საუკეთესო ვყოფილიყავი და ახლა ჩემი მიზანია გულშემატკივრებს თავი იმდენად დავამახსოვრო, რომ კობი ბრაიანტის დონეზე ავიდე და მის გვერდით დამაყენონ. ვფიქრობ, აგრესიას ჩემი ქცევით არ ვიწვევ, უბრალოდ ყველა შეხვედრაში პარკეტზე გავდივარ და მინიმუმ 30 ქულის დაგროვებას ვცდილობ.

ცნობისათვის, „ოკლაჰომაში“ გადასვლამდე შეი გილჯეს-ალექსანდერი „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ ასპარეზობდა, 2019 წლიდან კი „თანდერის“ ღირსებას იცავს და როგორც სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს, თამაშის ხარისხს წლიდან წლამდე აუმჯობესებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაღიზიანებს, როდესაც კობის აიგნორებენ“ - შაკილ ონილი გაბრაზებულია
„მაღიზიანებს, როდესაც კობის აიგნორებენ“ - შაკილ ონილი გაბრაზებულია