„არასასურველი შედეგები და სათამაშო ხარისხი“ | კვარა ნაკრების მატჩებს გამოეხმაურა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა. „კვარამ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა.
„პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით.
აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე!“
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნებმა“ ესპანეთთან და თურქეთთან ითამაშეს. „ფურია როხამ“ 2:0 მოგვიგო, თურქეთმა კი 4:1 დაგვამარცხა. საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და მომდევნო ორი თამაში ესპანეთთან და ბულგარეთთან ელის.