თურქეთის წინააღმდეგ - ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
Aa
Aa

თურქეთის წინააღმდეგ - ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველო სტუმრად თურქეთს უპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა შეარჩია.

შემადგენლობა:

მამარდაშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებით ახლა ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილია. სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა გურამ კაშია. ასევე დვალის ნაცვლად სასტარტო თერთმეტეულში ლოჩოშვილს ვხედავთ. სანიოლმა კი, როგორც ჩანს 4-3-3 ტაქტიკა აირჩა. 

ცნობისთვის, თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები