ალექსანდერ ისაკი
Aa
Aa

კოსოვომ ორი თამაში მოუგო | შვედეთი ბოლო ადგილზეა და სასწაულის იმედადაა

ალექსანდერ ისაკისა და ვიქტორ გიოკერეშის შვედეთის ნაკრები უმძიმეს მდგომარეობაშია. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში, რომელიც ოთხგუნდიანია, სკანდინავიელები 4 ტურის შემდეგ 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ.

მეოთხე ტურში შვედეთი საკუთარ კედლებში კოსოვოს დაუპირისპირდა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა კოსოვომ 2:0 მოიგო და „ლურჯ-ყვითლებს“ სტუმრადაც აჯობა — 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე გავიდა, მისი ავტორი კი ფისნიკ ასლანი იყო.

ოთხი ტურის შემდეგ B ჯგუფის ლიდერი შვეიცარიაა, რომელსაც 10 ქულა აქვს. კოსოვო 7 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, მესამე ადგილზე სლოვენია იმყოფება — 3 ქულა. კოსოვოს მომდევნო ორი შეხვედრა სლოვენიასთან და შვეიცარიასთან ელის, შვედეთს კი — შვეიცარიასთან და სლოვენიასთან.

შვედეთს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორივე თამაშის მოგება ესაჭიროება — თანაც ისე, რომ კოსოვომ ქულა ვერ აიღოს და „ლურჯ-ყვითლებს“ მათზე უკეთესი ბურთების შეფარდება დაუგროვდეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ შვედეთის მომდევნო მეტოქე შვეიცარიაა, რომელსაც სტუმრად ხვდებიან და გოლი ჯერ არ გაუშვია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სკანდინავიელებს მეორე ადგილის დაკავების ძალიან დაბალი შანსი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრძოლა ჩანიშნულია - დვალიშვილი 2025-ში კიდევ ერთხელ იჩხუბებს
ბრძოლა ჩანიშნულია - დვალიშვილი 2025-ში კიდევ ერთხელ იჩხუბებს