გადაუხდელი ალიმენტები და პოლიცია გასახდელში - ინციდენტი კოსტა-რიკა-ნიკარაგუის მატჩის წინ
Aa
Aa

გადაუხდელი ალიმენტები და პოლიცია გასახდელში - ინციდენტი კოსტა-რიკა-ნიკარაგუის მატჩის წინ

კონკაკაფის ზონის შესარჩევის მეოთხე ტურში კოსტა-რიკა ნიკარაგუას მასპინძლობდა, მატჩის წინ კი ადგილობრივი პოლიციამ სტუმართა გუნდის გასახდელში შეიჭრა და ერთ-ერთი ნიკარაგუელი ფეხბურთელის დაკავებას ცდილობდა. ამის შესახებ კოსტარიკული გამოცემა CRHoy იტყობინება.

როგორც ირკვევა, საქმე ერთ-ერთი ფეხბურთელის მიერ ალიმენტების გადაუხდელობას უკავშირდება. მისი ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა მედია წერს, რომ საუბარია ფორვარდ ბაირონ ბონილიაზე, რომელმაც კოსტა-რიკას გუნდებს შორის გამართულ პირველ მატჩში გაუტანა (1:1).

ფეხბურთელმა თანხის ნაწილი პოლიციის თანდასწრებით გადაიხადა, მატჩის შემდეგ კი დარჩენილი ნაწილის გადახდის პირობა დადო.

მატჩი კოსტა-რიკამ 4:1 მოიგო და ჯგუფის მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ნიკარაგუის ფეხბურთის ფედერაცია კი მომხდარის ფიფაში გასაჩივრებას გეგმავს.

ნიკარაგუელების მტკიცებით, ისინი კოსტა-რიკაში მატჩამდე 48 საათით ადრე ჩავიდნენ, პოლიციამ კი მათი ფეხბურთელის დაკავება მაინც და მაინც უშუალოდ მატჩის წინ, გასახდელში მოინდომა, „რაც ნაკრების თამაშზე ნეგატიურად აისახა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაბო-ვერდე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს
კაბო-ვერდე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს