მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

კაბო-ვერდე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს

კაბო-ვერდეს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.

ბუბისტას გუნდმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ტურში, ესვატინის ნაკრები 3:0 გაანადგურა და შესარჩევი ეტაპი თავის ჯგუფში, 23 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.

კაბო-ვერდეს ნაკრები ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მომავალ წელს, 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება. ტურნირს  აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.

გეტყვით ასევე, რომ ეს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელშიც მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.

მუნდიალის საგზური უკვე მოიპოვეს: ავსტრალიამ, ირანმა, იაპონიამ, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, ეგვიპტემ, მაროკომ, ტუნისმა, ალჟირმა, განამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ურუგვაიმ, ახალმა ზელანდიამ, კაბო ვერდემ და ტურნირის მასპინძელმა ქვეყნებმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: ფინალისიმა 2026 წლის მარტის ბოლო კვირაში გაიმართება
AS: ფინალისიმა 2026 წლის მარტის ბოლო კვირაში გაიმართება