FIFA-მ შესაძლოა 2034 წლის მუნდიალი, 2035 წლის იანვარში გადაიტანოს - The Athletic
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) შესაძლოა 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება, 2035 წლის იანვრისთვის გადადოს. ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია რამადანის წმინდა თვით, რომელიც 2034 წლის ნოემბერ-დეკემბერში იქნება.
როგორც წყარო იუწყება, 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ზაფხულში ჩატარება შეუძლებელია, რადგან წლის ამ დროს საუდის არაბეთში ჰაერის ტემპერატურა +52-ს აღწევს.
დადასტურების შემთხვევაში, 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მეორე იქნება, რომელიც ზამთარში გაიმართება და პირველი ისტორიაში, რომელიც კენტ წელს იქნება ორგანიზებული.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთში პირველი „ზამთრის“ მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს, კატარში ჩატარდა.