„მათ ვიძახებ, ვინ გუნდს უფრო აძლიერებს“ - ტუხელი ბელინგემის არგამოძახებაზე
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრნთელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ჯუდ ბელინგემის ნაკრებში დაბრუნებას არ გეგმავს. გერმანეი სპეციალისტის თქმით, „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი, ისევე როგორც ფილ ფოდენ და ჯეკ გრილიში, ნაკრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებიან, თუ ეს გუნდს გააძლიერებს.
რა თქვა ტუხელმა:
„ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტების სტატუსით არ ჩავალთ, ვინაიდან ინგლისს ათწლეულების განმავლობაში მუნდიალი არ მოუგია, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეები კი ამ ტურნირის მრავალგზის გამარჯვებულები იქნებიან. ასე რომ, გუნდური სულისკვეთების გარეშე შანსები არ გვექნება.
ცოტა ხნის წინ „ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის“ შესახებ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე და იქ იყო ასეთი ფრაზა - „ჩვენ ნიჭიერ ფეხბურთელებს კი არ ვაგროვებთ, არამედ გუნდს ვაშენებთ“.
ამ გამონათქვამს სრულად ვეთანხმები და ინგლისის ნაკრებშიც ამ მიდგომით ვხელმძღვანელობ. ტიტულებს არა ერთი ფეხბურთელი, არამედ გუნდი იგებს. ნაკრებში ვიძახებ ბიჭებს, რომლებიც გუნდს უფრო აძლიერებენ“.
ცნობისთვის, დღეს ინგლისი ამხანაგურ მატჩში უელსს შეხვდება, 14 ოქტომბერს კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ფარგლებში ლატვიას დაუპირისპირდება.