ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

„თბილისში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ“ - თურქების პრესკონფერენცია

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები ქოჯაელის სტადიონზე თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ და ფეხბურთელმა ქერემ არქურთოღლუმ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

მონტელა:

საკმაო პერიოდი გავიდა დორტმუნდის თამაშის შემდეგ და ერთმანეთს სექტემბერშიც შევხვდით. იმ თამაშებში ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რომელიც ხვალ აღარ უნდა გამეორდეს. ამაზე კარგად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ხვალინდელ შეხვედრას სრული მზადყოფნით ვხვდებით.

წინა შეხვედრაზე 3:0 ვიგებდით, მაგრამ შემდეგ კინაღამ ყველაფერი შეიცვალა. ასეთი გართულებები თავიდან უნდა ავიცილოთ და აღარ დავუშვათ, რომ ამდენი შეცდომა დავუშვათ. მთელმა გუნდმა შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი განიცადა და ეს ვილი სანიოლის დამსახურებაა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ქართველები ხვალ თავიდანვე მაღალი პრესინგით გვეთამაშებიან, აგრესიულად შემოგვიტევენ და ეცდებიან ძალები ბოლო წუთებისთვისაც შემოინახონ.

აკთურქოღლუ:

ფანების სტვენა ჰიმნზე? ეს ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, აქამდე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერ. მეგობრები ვართ და ერთმანეთს მეგობრულად უნდა მოვექცეთ, პატივი უნდა ვცეთ.

საქართველოსთან ბოლო 1 წელში ორჯერ ვითამაშეთ და ორივე საკმაოდ რთული იყო. ხვალაც იგივე მატჩს ველი და ვფიქრობ, მარტივად ვერავინ გაიმარჯვებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოტივაცია უმაღლეს დონეზეა, ხვალ დიდ ბრძოლას იხილავთ“ - სანიოლის და მექვაბიშვილის პრესკონფერენცია
„მოტივაცია უმაღლეს დონეზეა, ხვალ დიდ ბრძოლას იხილავთ“ - სანიოლის და მექვაბიშვილის პრესკონფერენცია